პოეზია · ლირიკა
რიონი
გზა რიონს მოსდევს...ვიცი გორებს მოვეფარებიდა ქუთაისიგამიღიმეს ცეცხლის ხაზებად...მდინარეც მიხვდა:გადაკვეთენ რკინის ფარები,ლოდებს მისტირის...უსიცოცხლოდ მოიზლაზნება.
აი, გორებიცრომ ელიან ზეცას კვამლიანს,ტყიან კალთებზედასწოლია შრომის უბნები:უკან გახედავ,ნაღვლიანი ისევ ხვამლია,თავშეხვეული,დახეული ლურჯი ღრუბლებით.
გასწივის ქარი...სდუმს მდინარე მდორე დინებით,შიშველ ნაპირებსშიშმორეულ თვალებს უმზერს:კრიალა ტალღებსეტმასნება მღვრიე ჩრდილები,სდუმს რიონი დამთვარე აკრავს ჯავრიან გულზე.
აგერ: ჩამოდგაკიბულას კლდე ტანდაჩეხილი,კლდეებთან ბრძოლისეხოები ხევში მძვინვარებს.აგერ: მდინარითგაწყვეტილი მთების გრეხილიდა ხევშირკინით შეთოკილი თითონ მდინარე.
რტოების მტვრევატყიდან ქარით გამონატარი...თებერვლის ღამითქარი სტირის პატიმარ რიონს,_იბღავლებს ავტოდატვირთული თეთრი მადანითდა გული სტკივა,გული სტკივა უქიმერიონს.
ისევ ქარია...და ქუჩები ხმაურს მოდენის,დაჭრილ ღამეშიგაწოლილა მიდამო ვრცელი.ხიდქვეშ ამდგარანგულმოთხრილი თეთრი ლოდებიდა ჭრილობებშიჩარჩენიათ მდინარის ცრემლი.
უქიმერიონ!აგენთება არხით წასულიშმაგი მდინარედა ტყემლებიც გადახმებიან;გულში ჭრილობადშეინახე ხსოვნა წარსულის,ღამის ბინდებიგადაგძვრება მოხუც მხრებიდან.
განთიადისასაქუხდება სივრცე კლდიანი,მძაფრი დღეებილაღუმების ბოლში ილევა...რომ ძირს დაეცესშორი მთების გულმადნიანიდა ცას სილურჯე ჩამოხიონქარხნის მილებმა.
1933