↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნახვამდის

ისიანი სევერიან

2016-09-121 წთ საკითხავი820 ნახვა

—
მჯერა მამულის მზე არ გამრიყავს,გულში სათუთად რომ ვინახავდი.დედის ჭაღარავ, ჩემო მარიკა,ნახვამდის !..ცაში ცეცხლია ლაჟვარდის ნაცვლადდა ყუმბარებით მთები იძვრიან.არა, კალმის და წიგნების კაცადმე დღეს დარჩენა არ შემიძლია.
ჩემი აკვანი აქ გადაირწა,მუხების ჩრდილში სტრიქონს ვჩარხავდი.ჩემი თამაზის საფლავის მიწავ,ნახვამდის!..
გფიცავ, შავ სიკვდილს თვალში ჩავხედავ,საზიზღარ მტერზე ხიშტშემართული,მე ასე მზრდიდა სამშობლო-დედა,მე ასე მზრდიდა მიწა ქართული.
მე თქვენს სიმწვანეს, მშობელო მთებო,შემეძლოს,_ მკერდში დავიმარხავდი,ჩემო ჭაღარა გოლიათებო,ნახვამდის!
თუ მტერმა დამცეს ხმალგაბასრულმა,დარდს ნუ მოიხვევთ ღრუბლის გუნდებად.რა ვუყოთ, ომში ბევრი წასულა,მაგრამ ყველა ხომ ვერ დაბრუნდება...
არა, სამშობლოს მზე არ გამრიყავს,გულში სათუთად რომ ვინახავდი.დედის ჭაღარავ, ჩემო მარიკა,ნახვამდის!..
1943 წ
ისიანი სევერიან

ისიანი სევერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი