↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე და არწივა

ისიანი სევერიან

2016-09-121 წთ საკითხავი820 ნახვა

—
ერთი მიზანი გვაქვს უწმინდესი:დაცვა სამშობლოს მთის და ბარისა.ჩვენ ერთმანეთის გულისთქმაც გვესმის,როგორც მეგობარს მეგობარისა.
ირგვლივ გვარტყია ძალა მთებური,ვერ გაგვეკაროს უიმედობა.დედა-სამშობლოს მზით ანთებული,მე მას ვენდობი, ის მე მენდობა.
ჩვენი დიდება სისწრაფე არისდა სიმამაცე გულს ჩანერგული.გაგვასწრებს ველზე მქროლავი ქარი,თუ მოსხლეტილი მთიდან ენგური?...
თავს რომ დაგვნათის ცისკარი დილის,ლეგა ღრუბელი ვეღარ დაფარავს.მტერს ვეკვეთებით ხმალამოწვდილი,მე და არწივა ოქროსფაფარა...
თუნდაც მოვარდეს შრაპნელის დელგმა,ცამდე სწვდებოდეს ცეცხლის ალმური,ლაჩრულად ერთიც არ დაეცემაჩვენი მიწის და მზის მოყვარული.
ეს მთა და ბარი ედემის მსგავსი,ოდესღაც მტერთა გადანათელი,მზიანია და უფრო ძვირფასი,ვიდრე ორთავე თვალის ნათელი!
როს მებრძოლებით ველი ივსება,მთებიც ხარობენ აწვდილნი ცამდე.არ არის უფრო დიდი ღირსება,ვიდრე სანშობლოს საზღვრებს იცავდე!
და გული ჩემი, ჩემი მარჯვენი,ბასრი ხმალი თუ ლექსი ყუმბარა,სამშობლოს ზრდიდა და გამარჯვებისთანაზიარი დარჩება მარად.
ცხენსაც გული აქვს ალალ-მართალი,მეგობრისათვის თავსაც გასწირავს.ვერვინ იპოვოს მტრისგან დამფრთხალი,დაუდეგარი ჩემი არწივა.
ჩვენი დიდება სისწრაფე არისდა სიმამაცე გულს ჩანგრეული.ვერ დაგვეწიოს მქროლავი ქარი,ვერც მოსხლეტილი მთიდან ენგური!...
1940წ.
ისიანი სევერიან

ისიანი სევერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი