↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლო

ისიანი სევერიან

2016-09-121 წთ საკითხავი825 ნახვა

—
ჩემი ოცნების კრიალა ცაზემუდამ შენი მზის არის დიდება.მისი სხივები და სილამაზეარ ინისლება, არ იბინდება.იდიდოს იგი, მარად ბრწყინვალე,ცასა და მიწას არ მოსწყინდება,ქვეყნად დაადნობს ყველა მყინვარებს,_მსოფლიო ცაზე ამობრწყინდება!
მრავალფერიანს, მრავალმთებიანს,აგყვავებია ტყე და ხნულები,სახე ღიმილით გაგნათებია,ვარდი გფენია მკერდზე ულევი.დანაცრებულა ცა ხშირბინდება,ბაღად ქცეულან უდაბურები,ყველგან გმირობის ისმის დიდება,ქვებიც მღერიან გულჩადგმულები...
მღერიან შენი მთები, ველები,შენი ვოლგა და შენი ენგური,ეს სიხარული, ეს სიმღერებიჩვენს გულებშია ჩამონერგული.მღერიან შენი გარიჟრაჟები,დაუღრუბლავი ვარსკვლავთ კრებული,მტრის ამკაფავი შენი ვაჟებიცა და ხმელეთზე გამაგრებული.
ვინ აამღერა ამდენი გული,ვინ შთააგონა გმირი ამდენი,შენს დიდ საზღვრებზე შემორკინული,სასწაულების შენთვის ჩამდენი?ცას ვინ მოსტაცა მზე დიდებული,ქვეყნად ხალხისთვის გადმონადენი,მოხუცი, წყლებთან შეჭიდებული,მღერის: ,,მეორედ დავიბადენით...”
შენს სიდიადეს რომ დაედაროს,ცისქვეშ ნახულა მხარე რომელი?შვილებს არგუნე, დედავ ნეტარო,ზღვა სიხარული დაუშრობელი.შენს დაძახილზე თუ არ ავენთო,_გამრისხებია მიწა მშობელი,შენი მზე არის უდასავლეთოდ გაზაფხული დაუჭკნობელი!..
ისიანი სევერიან

ისიანი სევერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი