პოეზია · ლირიკა
სამშობლოსადმი
საით წასულან შენი ვაჟები,შენი გმირები ცეცხლის თვალება,რომ იტაცებდათ გარიჟრაჟებიდა ქარიშხალში დროშის ტარება.მათი გულები ტყვიით დახრულინუთუ წყვდიადის ქვეშ იფარება,აღარ მოესწროთ გამოზაფხული,ზეცის ამგვარი გამოდარება!
აღარ ჩამქრალა მათი მნათობი,_ვეღარ უხილავთ ეს მთა-გორები,მიწა_მათივე მკერდით ნათბობიდა სიკვდილის წინ ნაამბორები.მაგრამ სანგრებში ღამენათევიარ დაკარგულან სისხლის ტბორები.შენ შეგემატა მათი ნათელიდა სიჭაბუკე უმეორები.
მათზე შაირებს მთებიც არხევენ,ქარი ამღერებს ჭაღარა ჭადრებს.არ ივიწყებენ გმირთა სახელებს,რომ დაცემულან რიჟრაჟზე ადრე.ვერ გაიხარონ ღამის ბინდებმა,ბნელი ხევებიც მზით აელვარდნენ.ქვყნად გაისმის შენი დიდებადა მათ საფლავებს აყრიან ვარდებს!
1938 წ