↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს ლურჯას

ისიანი სევერიან

2016-09-121 წთ საკითხავი825 ნახვა

—
გადარუჯული ცეცხლით ველებიდა მწვანე მთების მხარგაშლილობა...შენ დამცქეროდი გულგახელებით,თითქოს გტკიოდა ჩემი ჭრილობა.
ქაფიან ნაპირს მოადგა ნავიდა ჩვენ დავშორდით ერთმანეთს მალე.შენი ჭიხვინი გულშემზარავიმომაგონდება და მაჟრიალებს.
მე განშორებას ბევრს მოვესწარი,_ასე წავიდა ჩემი ცხოვრება,მაგრამ ისეთი ძნელი და მწარემაინც არ მახსოვს მე განშორება.
ეს მეგობრობა რას შევადარო,_საყვარელ მიწას ერთად ვიცავდით.ჩემო ლურჯაო, ცეცხლში ნატარო,ხსოვნას შერჩები კუბოს ფიცრამდი.
შენი მხედარი ისევ მხნედ არი,შენთან იყო და შენთან დარჩება.ბრძოლები გველის უფრო მედგარიმშობელი ქვეყნის გადასარჩენად.
ბავშვების მკვლელებს მივსდევდით მაშინ,ზეცა რომ იქცა ცეცხლის ენებად.აქ, ჰოსპიტალის მყუდროებაში,მე არასოდეს მომესვენება.
ფანჯრებს შორდება მზე ჩამავალი,შორი ღრუბლების ზღვაში ვარდება.ვფიცავ, არ მინდა მე სხვა წამალი,_მომარჩენს ერთი განავარდება.
ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მალე,ტყვიის წვიმაში გამოვლილები.კვლავ დაგიკოცნი ჭკვიანურ თვალებსდა დუშმანს რისხვად მოვევლინებით!
1942 წ.
ისიანი სევერიან

ისიანი სევერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი