↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ცარიელ კალთაზე დავიკრიფე ბალახები

ნაცვლიშვილი ნათია

2010-08-121 წთ საკითხავი462 ნახვა

—
ცარიელ კალთაზე დავიკრიფე ბალახები დაშავი ქალების იავნანას გიღიღინებ, როცა მიდის:ტებ'ეტე მა'ტელელე,ტებ'ეტე მა'ტელელე,დაიძინე, თეთრო ადგილო.
რასაც არ იტყვი, სუნი გაგცემს.ნაკლულ ჰაერს ჩამოგიკრეფსდა თივასავით მზეზე გაგიფენს:შენ საბოლოო ნიშანი ხარ, მკვდარო ბალახო.
ქორფა ფოთლები სათითაოდ ვაცალე, ვხარშე,და მდუღარეს შებინდებისასგადარჩენის ლოცვა ფესვებისკენ ჩავაყოლე.არ უშველა.ტებ'ეტე მა'ტელელე,ტებ'ეტე მა'ტელელე.
ახლა ჯიბეებში თითქოს სხვისი სისხლი ჩამიგუბდა,ხელის ჩაყოფის მეშინია და ვიცი,აი, ასეთი, მხოლოდ შენი სამყოფი ჩრდილიასიყვარული.
სხვა ვერაფერი გამოვიყოლესიბნელიდან.
2008.

ნაცვლიშვილი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი