↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * აი, აქ გადის სიყვარული

ნაცვლიშვილი ნათია

2010-08-121 წთ საკითხავი463 ნახვა

—
აი, აქ გადის სიყვარული. ეს საზღვარიაყოფნის ნიშანი. სულ აქ ყოფნა. აღარსად წასვლა.უზარმაზარი შიშის ჭა და ამ შიშის ჭიდანსულმოუთქმელად დალეული საფრთხე და სანამამ საზღვარს ჰქვია სიყვარული, ვინ დაგიჯერებს,რომ მურაბიან ზედაპირზე დაკრულ მწერივითეს მიწა გითრევს. ჩაგიბღუჯავს შენც მისი მაჯაავადმყოფივით, უყურადებ სახეშეშლილიყოველი ბორცვის და მტკაველის სუნთქვას და იციმარტო შენია, სულ შენია, ეს გაძლევს ძალას,გივსებს ძარღვებს და ეს ლაქები ჯერ თბილი სისხლისდამწვარ მინდორში ჩათესილმა იფქლმა და ღვარძლმარომ გაგირჩიოს, სისხლია თუ სხვისი ტალახი,როგორც სიცოცხლეს, ეჭიდები საზღვრის ერთ ბოლოს.და უცხო ხორცი შენს ბავშვობას, როგორც სალაფავსსანამდე შეთქვლეფს და წაბილწავს, უფრო ნაკლებიგრჩება მანძილიც ამ საზღვრამდე: აღარსად წასვლა,ყოფნის ნიშანი და ჰაერი - გლუვი და მწარე,-ომი კი არა, დაიჭირეს თითქოს პეპელადა ჟანგიანი მაკრატლებით ფრთებს უსწორებენ.
2008.

ნაცვლიშვილი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი