↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შოთა იათაშვილს

ნაცვლიშვილი ნათია

2010-08-122 წთ საკითხავი469 ნახვა

—
(შოთა იათაშვილს)
მესიზმრა შოთა იათაშვილი,და ქალაქი - შოთა იათაშვილებით დასახლებული.მთავარ ქუჩაზე,ყოველ ათ მეტრშითითო შოთა იათაშვილი იდგა,და გაწვდილ ხელშილამპიონის რძისფერი ნათურა ეჭირა.ყველა ფანჯარაში თითო შოთა იყო გადმომდგარი,და ტროტუარზე მიმავალ საკუთარ თავსთვალებმოჭუტული დასცქეროდა.ეს სამი,ანდა ოთხი წლის წინ მესიზმრა,როცა ჟორჟმა ლექციაზე გვითხრა,რომ ბაღშიშოთა,მისი მეუღლე და პატარაშოთა იათაშვილებიუნდა ენახა.მერე,უკვე დიდი ხნის მერე,როცა ფილარმონიის პირდაპირ,ერთი ტონალობის ქუჩაზეგანსხვავებული კინოკადრივით ჩაკერებულშოთას ოჯახს მოვკარი თვალი,ჩემი სიზმარი გამახსენდა დაგამეცინა.ეს სიზმარი მედგა თვალწინ მაშინაც,როცაჩემი მეგობარი CD-ის საყიდლად იყო გასული,ხოლო შოთა ,,ბჰაგავატ გიტაზე,,ზაფხულზე,ჟორჟზე,და დანარჩენ ალტერნატიულ თემებზელაპარაკობდა.მე ჩემს სიზმარზე ვფიქრობდი დამეცინებოდა.ასე იყო მაშინაც,როცა წარმოვიდგინე,რომ მწვანე ქურთუკის დიდი ჯიბეებიდანთავისი ცოლი და პატარაშოთა იათაშვილები ამოესხა,ერთმანეთისთვის ხელი უნდა ჩაეკიდათ,და სახლში ისე უნდაწასულიყვნენ.ეს სიზმარი გამახსენდარამდენიმე დღის წინაც,როცა მისთვის რაღაცნაირად შეუფერებელდიდ დარბაზშიკარგი პოეტის არც თუ ისე კარგი თარგმანებისშემდეგის თავის ლექსებს კითხულობდავერის ბაღის რომელიღაც ოფიციანტზე,სევდიან და ლურჯ 12 ნომერ ავტობუსზე,და არ გამცინებია,რადგან მართლა სიზმრიდან მოლაპარაკეს ჰგავდაეს,თბილ და უცნაურტემბრიანი,გამხდარი და გრძელი,თითქოს ასანთის ღერებისგან აწყობილიკაცი.
23.10.2006

ნაცვლიშვილი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი