პოეზია · ლირიკა
კაცი ქვით
მოვიდა კაცი ქვითდა მას შემდეგ ამ აივანსცეცხლი უკიდია, ღმერთო.
ვხედავ როგორ დგასდა გამჭვირვალე ხიდებს მიწვდის:ტირის.
ხან მანდარინის ბაღებს გადმომიფენს,ხან წაბლის ტყეებს გადმომიშლის.მე კი სხეულიდან სიტყვების ნაცვლადცარცი მცვივა და ცეცხლში ვყრი, ღმერთო.ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად გოგირდი ჟონავს,თვალებიდან მარილის ნაცვლად კუპრი მდის დაჩრდილზე გაცვლილი ჩრდილიც ვეღარ მიცავს, ღმერთო.
ოღონდ ეგაა, აღარაფერი მესმის:ცეცხლმოდებული აივნიდანაწივლებულ წიწილებს რომ ვყრი,დღეები და სურვილებია, სხეულიდან დანით ათლილი,ჩემი.
ის კი, ვხედავ, დგასდა ქვებს მიწვდის:ტირის.
ეს თბილი ნაკადია ხერხემალთან, რაც მიყვარს.და რაც მტკენს: მისი ფარჩის სამკუთხედი,ფერდობზე საიმედოდ მიფენილი:ვერ თმობს.ეს ხმა და ხელებია, ჩემთვის სამყოფი და საიმედო.ქვებს რომ მიწვდის და ვერ მიმეტებს.ეს ნიშნავს: მოვკლა.
პატარა და თბილო წიწილებო,სანამ დაგმარხავთ, ნორჩი ბალახების ფესვებს გიფენთ თვალებშიდა მშვიდი ვარ: ქვას შობს ყველა ნერგი,ვისაც არ შეხვდა საკუთარი ნიადაგი,და სიყვარულიც ვალივით მოიხადა, ღმერთო.
მთელი ამ სიმშვიდის მყიფე ქერქისიმწრით გადამალულ მარილს ფარავს.ის კი, ვხედავ, დგას,ბაღებს და ტყეებს და ხიდებს მიწვდის:ტირის.
ეს თბილი ნაკადია ხერხემალთან, მკერდთანდა უფრო: რაც მიყვარს.ეს გამჭვირვალე ხიდებია მისი, ლურჯი.სადაც ვდგავარ დამისგან მოწვდილი ქვებით მაქვს სავსე უბე.
ეს არჩევანია ჩემი, საბოლოო.ვის გაუგონია ასეთი სიყვარული:თითქოს ფეხდგომელას სხვის სახლში მძინავსდა ღამღამობით ვიღაც, უხილავი,სეტყვას მაყრის თავზე.
2008.