პოეზია · ლირიკა
* * * ველური ზეთისხილით მაქვს სავსე კალთა
ველური ზეთისხილით მაქვს სავსე კალთა.მკლავებმა, ნედლი ტოტებივით,მხოლოდ მიმართულება დაიმახსოვრეს.საითაც ქარი დაუბერავს,წვიმაგადავლილ კრიალა ფოთლებს იქით იშვერენ.
ველური ზეთისხილით მაქვს სავსე კალთა.სარდაფები კი წყლითაა სავსე.ქვევით ჩავყურებ დაარჩევანი შხამიანი ეკალივით მწარეა:მაინც რა ვქნა, რომელი ერთი გადავარჩინო...
ხერხემლის გასწვრივ კედელია.ცხრა ამდენი კედელი კიმხრებზე ნაწილ-ნაწილ დამდის დამაინც ღიმილით ვარიგებ:აჰა, შენ თაფლი...აჰა, ნუში...აჰა, ღრუბელი...აჰა, ველური ზეთისხილი...
ვალმოხდილი ვიბერტყავ კალთას:სარდაფები წყლითაა სავსე დაშენ მაინც ვეღარაფერს შეგინახავ.შენ მაინც ვეღარაფერს შეგინახავ.
2008.