↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ახლა მოდაშია თურმე დეპრესია"

ჯანგულაშვილი მაია

2012-10-121 წთ საკითხავი222 ნახვა

—
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,ბოლო ტენდენციებს გავხდი აყოლილი.გუშინ რაც გითხარი, სრული სიგიჟეა,სრული სიგიჟეა - თავიდან ბოლომდე.მე ახლა უიღბლო შეშლილი გავხდი დაგიჟების აღლუმზე დავდივარ დროშებით.ძველი სურათები , ეს უკვე ფაქტია!ღია დარაბები - ის, რაც მე მომელის.ახლა ყველაფერი ისე აირია,ოთახშიც ჰაერი კედელზე აეკრა.ახვიდე რაფაზე, ეს ხომ მარტივია,…რთულია ყველაფრის თავიდან დაწყება.სიმშვიდის ნაფაზი დავარტყი მთვარეს დაფილტვები ამევსო ყვითელი ნაღველით,ნეტა მოხვიდოდე, თუნდ იმის სათქმელად,რომ ჩემგან სხვა ქალთან ჩქარობ, რომ წახვიდე.ახლა ყველაფერი თითქოს სულერთია,ახლა მარტოობის დამიდგა მომენტი.ბედნიერებაა ჩემთვის რომ გაჩნდი დაუბედურებაა – ჩემთან რომ მოხვედი.ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,ღამე ჩემს ოთახში ჯაჭვიდან ავუშვი.კარიდან გასვლა - ეს შენი წესია,მე ჩემი ოთახის ფანჯრიდან გამიშვი.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი