პოეზია · ლირიკა
ილიასადმი
ლადო ასათიანი 1917–1943
საგურამოში ხე არის ერთი,ხე — რხეული და რტოებხნიერი,აქ ისვენებდა მუზების ღმერთიდა შუბლმაღალი ოლიმპიელი.მოსტაცა დიდი სინათლე დღეს დაპრომეთეს ცეცხლი მისცა უკუნეთს,აქ იჯდა იგი, ამ კაკლის ხესთან,მხრებგანიერი, ვით საუკუნე.როგორც ქართველი პოეტის შუბლი,იმზირებოდა რტოებში მთვარე,ზეცას არ აჩნდა იოტიც ღრუბლისდა ვარსკვლავები იფშვნეტდნენ თვალებს.შარიშურობდა კაკლის ხის ტოტი,ნანას უმღერდა წალკოტს ჩრდილიანს:— ეჰ, აყვავდები, სამშობლოვ, როდის? —მთვარესთან ღამით უთქვამს ილიას.უყვარდა სიბრძნე და სილამაზე,ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით,აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე,დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი …აქ უწერია ოქროსხელიანსთავის მამულის სასახელოდა.კაკლის ტოტები ახლაც მღერიან,რასაც პოეტის ყელი მღეროდა.მთვარემ დახია მწუხრის ზეწარი,უკან დატოვა შავი ღრუბლები,მე ცოცხალ პოეტს ვერ მოვესწარიდა კაკლის რტოებს ვესაუბრები.მეტყვიან ალბათ, დაჩემებულად,მწვანე ფოთლები ნელი ჩურჩულით,თუ რაოდენჯერ აცრემლებულასამშობლოს ბედით გულდათუთქული.მეტყვიან ალბათ, თუ ცეცხლი ღვივის,როგორ დალეწეს სირცხვილის ზღურბლი,როგორ გააპეს ბერდანის ტყვიითოლიმპიელის მაღალი შუბლი.მეტყვიან, მკაცრი წყევლა და კრულვითრომ მოითხოვდნენ მართლის მხილებას,რომ იგი, ქართლის მტრების მოკლული,დღეს გააცოცხლეს ქართლის შვილებმა.დილისკენ თეთრი ნისლი იშლება,სამოგზაუროდ მიდის მთაბარადდა იფანტება ველზე გიშრებადლექსი, ქცეული ხალხის ანბანად.მეც ხომ ამ ლექსის ეშხმა მიშველადა პოეზიის ცეცხლში გამბანა …ყვარლის მთებიდან ქარს ღრუბლის მური,ნიავს ნისლი და ცრემლი მოჰქონდა,ვინ იფიქრებდა, რომ წიწამურიშეიქნებოდა მისი გოლგოთა!შრიალებს რტო და მიწიდან მესმისმკერდგანიერი პოეტის სუნთქვა,ასწიე თასი და უცებ შესვი,თუ ეს სიმღერა გულს გწვავს და გთუთქავს.მისი სიმღერა თერგივით რბოდა,და ეტყვის ახლა ქვეყნად გმირს - გმირი:წარსულმა დადგა მისი გოლგოთა,აწმყომ დაუწნა დაფნის გვირგვინი.