პოეზია · ლირიკა
იმ სილამაზეს წარსულს
ლადო ასათიანი 1917–1943
მ. მ-ს
ჩემი ბავშვობის სახლთანვხვდებოდი ფერმკრთალ ასულსდა შენ მაგონებ ახლაიმ სილამაზეს წარსულს.სხვა რამ, შაირის გარდა,როგორ გაკადრო, აბა?რარიგ გიხდება და გრთავსეს შინდისფერი კაბა!
ხედავ? ზამთარი ქრება,ყვავილებს გაშლის ნუში;ყველგან ხალისი… სევდამხოლოდ პოეტის გულში.წუხილს წაიღებს ქნარიდა სტრიქონებად დაქსოვს.— საღამო იყო წყნარი,თქვენთან ვიყავი, მახსოვს…
1939