პოეზია · ლირიკა
კალმახები სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე
ლადო ასათიანი 1917–1943
გაისმა უცებ “ლილე” ამაყი,მთების ბუნების ჰიმნი სვანური,და ადგაფუნდა წყალში კალმახი,მკვირცხლი და მარად მოუსვენარი.ერთი მეორეს შეეხო ფრთებითდა კალმახები შეყარა ალყად,თუ გაახსენდათ სვანეთის მთებიდა შფოთიანი ენგურის ტალღა?!
გაგიგონიათ კალმახი შედგეს?ვერ მოისვენებს, თუ არ გაცურადა დაეჯახა აუზის კედლებსფარა ფერადი მამაკაცურად.ვინ იტყვის აბა, რა ხმას მოჰგავდამათი ფარების ცემა გმირული, ―ენგური იყო, იგი ბორგავდა,მუდამ შლეგი და თავგანწირული.ძალა ჰქონია ვაჟკაცურ „ლილეს“,წუთით თევზებმაც აიდგეს ენა,მოიგონებდნენ ენგურის ჩრდილებს,მოიგონებდნენ მშობლიურ კერას.და მხნედ უტევდნენ პატარა სივრცესჩქარი ტალღების ლაღი მდევრები,წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ისროდნენ ცისკენდა ლაპლაპებდნენ, ვით სატევრები.გაიოცებდა ხალხი მშრომელიმათს გახელებას და ამღერებას,და მოსკოველი სტახანოველიიდგა, უმზერდა საკვირველებას.
იდგა აუზთან მაღალი კაცი,მზისგან დამწვარი დიდი ხელებით,უკვირდა, როგორ ელავდნენ წყალშინაირ-ნაირი ცისარტყელები.
და ბოლოს, როცა შრომის არსენამთვალით განჭვრიტა გზა სამერმისო,შთაბეჭდილების წიგნში ჩაწერა:― საქართველოში თევზიც მღერისო.
1939