↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როგორ არ მინდა, ძლიერო სენო

ლადო ასათიანი 1917–1943

2015-09-121 წთ საკითხავი10099 ნახვა

—
როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკესდააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,პირს მარიდებენ ქალიშვილები!შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა,ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა.შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ,შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდადა მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.შენ გადუქროლე რომის ქარვასლებსდა შეაშფოთე რომაელები,მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებსამაოდ ცდილობ, რომ გაერევი!შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნადა ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა.ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს.
1941
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი