პოეზია · ლირიკა
*** "გიმზერ და მჯერა"
ლადო ასათიანი 1917–1943
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობაარასოდეს არ გადაშენდება;ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,ქალიშვილობა რა დაგშვენდება!
როცა გიხილე, მამა-პაპათაგანმეორება გულს ჩამეწვეთა,შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“ *,უნდა დაქროდე რუსთაველზედა.
ეს ყაისნაღი ან ეს ხავერდივინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა?თავადის ქალო, იქნებ დაბერდი,სიბერის შუქი შემოგეპარა?!
შემოგეპარა და ბნელ დალალშიგაიშრიალა თეთრი ზოლებით:ყველა წავიდა, ერთიღა დარჩი,მიწაში წვანან შენი ტოლები!
როცა გიხილე, ციხე-კოშკებისგანმეორება გულს ჩამეწვეთა,შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები,დაგოგმანობდე რუსთაველზედა.
მაშინ ჩემგვარი ენამწარენიცვერ გაკილავდნენ ძველ სილამაზეს,როცა ჩამქრალი კელაპტარივითშემოხვდებოდი ვერის დაღმართზე.
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობაარასოდეს არ გადაშენდება,ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,ქალიშვილობა რა დაგშვენდება!
1940