↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამყაროვ, მაინც რით გაგაოცო

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2550 ნახვა

—
სამყაროვ, მაინც რით გაგაოცო,დედოფლის ფატა მახურავს ეკლის.მე ახლა ცის შუბლს მინდა ვაკოცო,რომელიც შენში ოდნავად შემცვლის.
იქნებ ვაჭარბებ, იქნებ ვამეტებ,მზითევს მიგზავნის ზეცა მაღალი.მე ფრთხილად ვაშრობ სველ პერგამენტებს,რომ წავაწერო რამე ახალი.
დამდევს ოცნება ცისფერფარცებადა სურვილები, ლაშქრად კრებული.ან ჩაიწვება, ან გადარჩებასული- ფარულად ახანძრებული.
ხშირად იდუმალ წრეში მახედებსდა მათამაშებს გრძნობა მისანი.ვამტვრევ და ვაწყობ სულის ნატეხებს,რაც საკუთარი თავი ვიცანი.
ყველამ თავისი არსი იპოვა,ვინც განვლო ცამდე გზა სიმწარეთი.მჯერა, ჩემიდან შენამდე მოვაამოფრენილი ოქროს ბწკარედი.
და მეც ვჯიუტობ, რომ ვნახო ქარშიხმაუცნაური ჩემი იგავი.ერთს გვედრი მხოლოდ, დამტოვე ბავშვი,ისეთი, როგორც ვარ და ვიყავი.

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი