↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლურჯი ლაჟვარდის ზემო

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2557 ნახვა

—
ღრუბლებმა ცაზე ხეტებითდასალიერი გავლეს.მე ისევ მარტო შევხვდებიდღეის ტყუპისცალ ხვალეს.
აზღარბულია დრო ცხარი,მსგავსი ეკლის და წიწვის.გულში ნიადაგ ახალიმოლოდინები იწვის.
ჟამმა სურვილი ჩამარხალურჯი ლაჟვარდის ზემო.შენ ამ მიწისა არა ხარ,თეთრო ოცნებავ ჩემო.
ფიქრის ფუტკარი გუნდებადხსოვნის ესევა სურნელს.ბოლოს და ბოლოს ხუნდებამარადი ფერიც თურმე.
გამბუტებია ლაღობა,მწვავს ორთქლი ცრემლთა თქორის.ბედმა კლავიშად გამღობამინორს და მინორს შორის.
ხვალემ რა უნდა მახაროს-ფარსი ვერ ამიქშია.გრძნობაგამოცლილ სამყაროსმშვენიერება შია.

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი