↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტივი

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2551 ნახვა

—
(ხმელი ლექსებიდან)
შენ თქვი: აქ ერთფერია.მე გითხარი: მოდი, გავაფერადოთ.ჩვენ _ავჭრელდით.
ამ სიჭრელემ თვალი მოსჭრაჩემიანებს,შენიანებსდა მათ, ვინც მხოლოდ ორ ფერში ხედავდა.
შენ თქვი: სეზონურია ყვავილების სიყვარული.მე გითხარი: ისინი არ ჭკნებიან ახალი ყვავილების მოსაყვანად.
ვერ დავუდექით საკუთარ თავს მაშინ თავდებად.ჩვენ გავაჩუქეთ სიტყვა მიყვარხარ,როცა იგი თავად არ გვქონდა.
შენ თქვი: ვიცხოვროთ წიგნის გმირებივით.მე გითხარი: მათი ამბები უფრო გულწრფელია, ვიდრე დამწერი.და ვაღიარეთ: როცა მოვკვდებით, ის ვიქნებით, ვისაც უმართლებს.
შენ თქვი: უნდა მოგეხვიო.მე გითხარი: ზურგიდან უფრო იოლია.
ტყუილი ფეხისწვერებზე დგება.

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი