↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე არ შემიძლია

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2548 ნახვა

—
მე არ შემიძლია ავარიდო თვალი,ჩემში უამრავი სახე ისარკება.ხსოვნა ფიქრის ძაფით მაშინ იქარგება,როცა ცის ბილიკებს დაუყვება მთვრალიმთვარე და სიბნელე გადაიკარგება.
მე არ შემიძლია ავარიდო მზერაწარსულისკენ წასულ ნისლის ფილაქანებს,ანდა იმნაირებს, ანდა იმათგანებს,ვისაც უბედობით ურჩი ბედისწერაუჩინმაჩინივით სადღაც მიაქანებს.
ფიქრში სანთელივით იწვის გარინდება,ზოგჯერ შეცნობილი ვეღარ შემიცვნია.სიხარულიც დარდით მიტომ შემიცვლია,რადგან სხვათაებრი გაცლა - გარიდებამე არ შემიძლია.

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი