↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთქნარება

ჩხეტიანი თემურ

2005-12-121 წთ საკითხავი4739 ნახვა

—
მთქნარება ძილის წინ,მთქნარება ახლადგაღვიძებულზე.და ყველაფერი, რაც კი არის - მთქნარებებს შორის.
როგორც სიზმარი დღისა და ღამისათავისი ცხადი სტრესებით და კატაკლიზმებით;თავისი ღამის კოშმარებით და სიურეალიზმით...მთქნარება გვიან საღამოს,მთქნარება დილაადრიან.
ჰო, ყველაფერი სიზმარია:სიზმარი დღისა,სიზმარი ღამისა -ყვავილებიან მდელოზე გამავალი ბილიკით,თუ მოციმციმე და მოფუსფუსე დარბაზებით;ავტოსტრადებით თუ ტაიფუნებით;მეტამორფოზებითდა კალეიდოსკოპური სისწრაფით ცვალებადი დღეებით...
ყველაფერი სიზმარია -დაამთქნარე და დაიძინე;გაიღვიძე და ისევ დაამთქნარე.მთქნარებისას კი დახუჭე თვალებიდა წაუყრუე.
და მაინც... ერთხელ,როცა დილით გაგეღვიძება,დაამთქნარებ და გემრიელად გაიზმორები,შეიძლება გაგეფიქროს შენდაუნებურად,გაგეფიქროს და გაგეღიმოს:ვინ შექმნა ეს სამყარო და ეს ყველაფერი?და ნუთუ ისიც ამთქნარებდათვალმოხუჭული, წაყრუებული,როდესაც ქმნიდა ?..
25 იანვარი, 2012 წელი
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი