↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიძღვნათა ჟამი

ჩხეტიანი თემურ

2011-08-121 წთ საკითხავი4957 ნახვა

—
ჩვენ დროის ტალღამ გადაგვიარა,სასტიკმა ტალღამ - ძლიერმა და დამანგრეველმა;შეგვატორტმანა, ფეხქვეშ მიწა გამოგვაცალადა ისე წავიდა,რომ გზად ბევრი რამ იავარქმნადა ბევრი ვინმეც თან გაიყოლა.
იავარქმნა... თან გაიყოლა...მაგრამ იმავე შეშლილმა ტალღამრაღაც თავისიც დაგვიტოვა.დაგვიტოვა არა თვისი გულმოწყალებით,არამედ უფრო ირონიით:"ნახეთ, აკრიფეთ და გაერთეთო..."
ჰო, ჩვენ გადავრჩითდა ვინც დავრჩით,ახლა ერთად ვათვალიერებთნიჟარებით მოფენილ ნაპირს,და ვკითხულობთერთმანეთის დაწერილ ლექსებს.
ჩვენ ერთმანეთს ვჩუქნით ნიჟარებს,ხოლო ჩვენს ლექსებს,მიმოფანტულებს წიგნების თუ ჟურნალებისქვიშიან ფურცლებზე,სათაურებქვეშ აწერიათ ამას თუ იმას -სიყვარულით, თანაგრძნობით, მადლიერებით...
ჰო, სიყვარულით, თანაგრძნობით, მადლიერებითდა, ალბათ, იმის სურვილითაც,რომ კვლავ ვირწმუნოთ ჩვენივე თავის;რომ საყრდენი ისევ ვიპოვოთ,და ისევ მყარად ვიგრძნოთ მიწა,მიწა - ჩვენს ფეხქვეშ.
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი