↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მსხმოიარენი

ჩხეტიანი თემურ

2005-12-121 წთ საკითხავი4743 ნახვა

—
სახლის წინ მდგარმა ბებერმა მსხალმა ისევ დაისხა.დაისხა და როგორ დაისხა! - ვეღარ გაუძლო -ერთი დიდი, ლამის მთელი ხის ტოლი ტოტი,ჩამოეხლიჩა.ნაყოფი კი ჯერ მკვახე იყო,არ იჭმებოდა -მეზობელმა გამოკრიფა - ღორისთვის წავიღებო.
ცოტა ხნის მერეთითქმის ასე მოუვიდაახალგაზრდა, ჭიშკართან მდგარ აყლარწულ ქლიავს:მაგრად ესხა, მასაც ტოტი ჩამოელეწა.ქლიავები შეთვალული კი იყო, მაგრამსაჭმელად და სასიამოდ ცოტაოდენი გამოირჩა -ბევრი არ ვარგოდა...
მე კი როგორც მეწლეური ხე, წელს ისე ვარ -მსუბუქად ვარდა ალბათ ბევრიც გაიფიქრებს:არაფერი არ ამძიმებსო.ჰო, მსუბუქად ვარ -იმ ხეების საფრთხე ალბათ არ მემუქრება -წელს მე ლექსებიც ვეღარ მოვისხი.
17 ივლისი, 2012 წელი.
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი