↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვაი შენ მონადირეო

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6829 ნახვა

—
ნისლში გახვეულ მწვერვალებსგადასწვდა თვალთა ისარი,იქა ბუდობენ არწივნი,ჯიხვტა სამშბლოც იქ არის.სალის კლდის თავზე გადმოდგაჯიხვი, ქარაფზე ნაწოლი,ნამი უბრწყინავს რქებზედაშურთხების სტვენას აყოლილს.დალანდა მონადირემა,შუბლზე დაადვა ნიშანი,ესროლა, მაგრამ დაუცდა,გუმან გაცუდდა ყმისანი.მიზანს ვერ მისწვდა ნასროლი,ნება არ იყო ღვთისანი.ვაი, შენ, მონადირეო,ვერ მოჰკალ ჯიხვი რქიანი.ვერ აიხდინე წადილი,ვერ შასწვი მწვადი ცვრიანი.რა გინდა, კაცო, რას დამსდევ,სიკვდილ რად გინდა ჯიხვისა?ღვთისგან შობილა ეგეცა,მთელმა სამყარომ იცისა.მაგათაც უყვართ სიცოცხლე,ტრფობა მაგათაც იციან,არ გინახავა კლდის თავსახარ-ჯიხვნი როგორ იბრძვიან?სატრფოს გულისთვის ომობენ,ერთურთს რქით ეჯახებიან,სანამ ერთ-ერთი არ გასტეხს,იბრძვიან, არ დადგებიან,მდედრი დადგება, მამაცსასუსტნი უკანა დგებიან.არ გინდა, კაცო, არ მაჰკლაჯიხვი, მშვენება მთებისა,გულსუწადინოდ სიკვდილიდუშმანსამც მიერგებისა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი