პოეზია · ლირიკა
დამისხით, ძმებო!
დამისხით, ძმებო, ვაზის ნაჟური,ეს დღე ქეიფში უნდა დაღამდეს,გარიჟრაჟს ნამთვრალევ ღამისმზე ფიროსმანის ფუნჯით ხატავდეს.
მე ყანწით მიყვარს დალევა ღვინის,გულს საამური ჟრჟოლა დაუვლის,ასე მგონია, ყანწი კი არა,ხელში მიჭირავს ტანი ქალწულის.
და შიგ თვალები, მწველი თვალებიდანარნარებენ ღვინით მთვრალები,გადავკრავ ღვინოს და ოცნებათაგაშლიან აფრებს ტრობის ქარები.
ლამაზი ქალი წმინდანს შეაცდენს,ღვინით შემთვრალი უარესია,დამისხით ღვინო და ნუ დამიშლით,ვიწამო ის, რაც უკეტესია!