პოეზია · ლირიკა
გული არ მოშლის გველობას
ერთხელ ბილიკზე შემომხვდაგველის წიწილა პატარა,საომრად წამაიმართა,თავი გველეშაპს ადარა.
ვერ გავიმეტე, არ მოვკალ,ბრძენთა ნათქვამი ესეა:თავისზე სუსტის დაჩაგვრაჯაბანი კაცის წესია.
ეს კი ვუთხარი: ძმობილო,გზა-გზა ნუ ივლი ხშირადა,მე თუ არ მოგკლავ, სხვა მოგკლავსდა დაგიჯდება ძვირადა.
ვუთხარ და ჯოხით სათუთადგადავიყვანე გზიდანა, -ქვეყნად სიკეთის მთესველსაღმერთი დალოცავს ციდანა.
გველის წიწილს კი გველურმაბუნებამ არ მოუთმინა,ჯოხზე ზედ შემოეხვიადა სამჯერ მწარედ უკბინა.
აქ მივხვდი კარგით და ცუდითბუნების ნაირფერობა:გველი არ მოშლის გველობას -ადამის მოდგმის მტერობას,კაცი ავი და ბოროტი -ავთა საქმეთა მცდელობას.