პოეზია · ლირიკა
გოდება მგლისა
ეხ, ტრმობის დღეტა უდარდელობასთან სდევდა ჩრდილიც სევდიან ფერთა,ეხლა ჭაღარა გულის შემყურესმწადია ხილვა ბავშვობის დღეთა.ჩემს ბავშვობაში სოფლის კაცებმამგლების ბუნაგი მოითარეშესდა უსუსური ოთხი მგლის ლეკვიდიდი ზეიმით სოფლად მორეკეს.მგელი კი ამ დროს ნანადირევითხრამებზე ფრენით მანძილს კეცავდა,ღვთით გაჩენილა კაციც და მგელიც,მათ შვილთა რჩენა მოსდგამთ წესადა.თვალი მოავლო ცარიელ ბუნაგს,მიწა გაბასრა ბასრი ბრჭყალებითდა უხილავ მტერს დაატყდა რისხვადმგლის თვალთა მგლური აელვარებით.მგელი მგელია, ბუნებით მგლურით.მაგრამ სინაზე მგელშიაც ბუდობს,გულაღენილი დადგა მტრის კვალს,საკუთარ შვილთა გამოხსნას ფიქრობს.შემორამებას შემოჰყვა სოფლადმგელი, დაკარგულ შვილთ მაძებარი,მისი ღავღავი, გულის მზარავი,მიაწყდა სერებს, ვით გლოვის ზარი.ასე იგლოვა მან ხუთი ღამე,შვილებს უხმობდა გულის შფოთებით,ბზიანას გორზე გადმომდგარ მთვარესშესთხოვდა შველას ველურ გოდებით.მთვარე კი სდუმდა მუდამ მდუმარი,მწვერვალთა ჩრდილებს ქარაფზე ჰფენდა,მაღლით დასცქერდა მიწიერ ცოდვებსდა მათ ხილვა ფეხდაფეხ სდევდა.მგელი მგელია, ბუნებით მგლურითადამის მოდგმის მტრად შეცნობილა,მაგრამ სიავე კაცთაგან ქმნილივერც ერთ სასწორზე ვერ აწონილა.