პოეზია · ლირიკა
გაღმით შენა ხარ, სიკვდილო
გაღმით შენა ხარ, სიკვდილო,წინ გიდგა ცოდვის მორევი,დრემდე აღარვინ გამოჩნდა,წყეულო, შენი მომრევი.გამოღმით მე ვარ, სულ ცოტამაქვს გასავლელი ტრამალი,მივყვები წუთისოფელსა,სანამ მეყოფა სავალი;სანამ გზას არ გადამიჭრი,დანას არ დამკრავ მკერდშია,სანამდე, უსულოდ ქცეულს,არ გამრევ მიწის მტვერშია.ვგულმაგრობ, ვმარტავ ნადიმსა,ვპატიჟობ მთას და მდელოსა,მწვერვალნი ფეხზე ადგომით,იტყვიან სადღეგრძელოსა.ეს დინჯი გოლიათებიარვისზე ძალმომრეობენ,ხარბად სმენ ილტოს ნაჟურსა,დრემუდამ ესე ღრეობენ.