პოეზია · ლირიკა
გამახარებდე ნახვითა
ამ ლამაზ მთებზე თარეშითქარს ბევრჯერ გადმოუვლია,გადმოჰყოლია შენი ხმა,სიშორეს ვერ დაუშლია.
ნეტა, შენც გადმაივლიდემთებს და ხეობებს ნისლიანს,გამახარებდე ნახვითა,ქალავ, მწუხარეფიქრიანს.
უშენოდ ჩემი დღეებიუსიხარულოდ მიდიან,გულის ამოსკვნით მტირალნიგზებს მიჰყვებიან ბინდიანს.
გადმოვლენ ლეგა ღრუბლები,მწვერვალებს გადმაივლიან,ჩამოხდებიან ჩემთანა,ცრემლით სამძიმარს იტყვიან.