↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გავწირე მთების საუფლო

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6832 ნახვა

—
გავწირე მთების საუფლო,ჯანღს რო გადიყრის ქარითა,ჩემი ბალღობის საუნჯე,გამზრდელი მკერდის ღალითა.ტყე, მინდორ-ველი, მზე-მთვარე,ვარსკვლავთა ჯარი ღამითა,უფლის მარჯვენით შამკული,ზედ ფრინველების ქნარითა,ვერვინ შაიცნო სრულადა,ვერცვინ მოხატა კალმითა,რაც კი რამ კარგი მებადა,მქონე ტყე-მინდორთ ძალითა.მე კი გავწირე უღვთოდა,უჭკო-უაზრო თავითა,სჩანს, რო მაცდინა მაცდურმა,მკვება გონებით მცდარითა.მტერიმც დარჩება ჩემ დღეში,დღენი მიდიან ტანჯვითა,მშობლიურ უბე-კალთასავეღარა ვხედავ თვალითა.გავწირე მთების საუფლო,დღეს ახმეტაში ვმიწდები,მითომ მეც ქალაქელი ვარ,ბირჟაზე მოვდგებ-მივდგები.დავწვი ჩემ წერა-მწერელი,ცოცხლებში რისად ვითვლები,მთა-კლდეთა მკერდის ნაფხვენი,ქალაქში ვის რად ვჭირდები?აქ სხვა მზე არ, სხვა მთვარე,სხვარიგი ხეთა ჩრდილები.ზოგჯერ გულს ვეღარ ვერევი,სატირლად დავეღირები,რა ვქნა?! - მიხმობენ შორითადეკა, ჩადუნა, ივლები.ღმერთსა ვთხოვ, გზაარეული,მათგან ნუმც გავიწირები,შორით გავხქერი მწვერვალთა,ოცნების თვალით მივწვდები.სადაც ოდესმე მივლია,აიმ ბილიკებს მივყვები,დავკოცნი გილ-მკერდსა,ნაცნობ მდელოზე მივწვები.ღმერთო, რა საოცარია,დარდს გადავიყრი, ვმშვიდდები,ვით ბალღი დედის კალთაში,სიამით გავირინდები.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი