↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აჰა, სიმღერას გიტოვებ, ქალო

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6833 ნახვა

—
გულს ქარიშხალი ვერ დაიმონებს,თავად ქარიშხლობს დღით და ღამითა,შენი სიცივე მყინვარს მაგონებს,მიხვალ, მშვენება მიგაქვს ყვავილთა.ნუ გამიქრები, ქალავ, უკვალოდ,ფშავ-ხევსურეთის ხატებს გაფიცებ,შევეწირები ამ მთებს უდაოდ,ქარსა და ნისლში გზას ვერ გავიგნებ.მაგ თვალთა ხიბლი, ვიცი, არ მწყალობს,ციცაბოებზე მიმტრო ბილიკმა,აჰა, სიმღერას გიტოვებ, ქალო,დაგეფინება გზებზე თილისმად.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი