↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აყვავებულა არაგვზე დეკა

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6836 ნახვა

—
აყვავებულა არაგვზე დეკა,ნისლი მოცურავს მთა-მთა.სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,ემაგ თაფლისფერ თვალთა.
ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,არ მაკოცება, ნეტა?შენთან ღრეობა მწადიან, ქალო,ყოფნა მწადიან შენთან.
ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს,რაისად სთელავ კენტად.მოდი, ვიქნები შენი წაწალი,მთები დავლახოთ ერთად.
და თუ შენს გამო, ფშავლის ასულო,შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, -ნეტა, მანახა, როგორ მიტირებ,გლოვის სევდიან ხმაზე.
აყვავებულა არაგვზე დეკა,ნისლი მიცურავს მთა-მთა.სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,ემაგ თაფლისფერ თვალთა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი