პოეზია · ლირიკა
არ დავახანე, ვესროლე
მუდამ ტყე-მინდვრად მავალი,გზას ვიკვლევ მზით და მთვარითა,ლამაზი არი სამყაროთავის მოდგმით და არსითა.ბოროტთად ყველა მებრალვის,რაც ქმნილა უფლის ძალითა,მაგრამ ერთხელ კი მეც შავცდი,ეშმაკმა მძლია წამითა.ერთ ტყიან ფერდობს გადავყევ,კალთებშემოსილს მწვანითა,ზედ შამამვარდა შველ-ვაცი,გავიგე ფეხის ჩქამითა.არ დავახანე, ვესროლეთფითა დაუმცდარითა,წამაიჩოქა ბეჩავმაკვნესითა გულსაკლავითა.გაჰხედა მთების კალთებსაცრემლმორეულის თვალითა,„რა ჰქენ, შე გულცოდვიანო!“ -კლდენი გაჯავრდნენ გაღმითა.რისხვად დამატყდნენ მთებიცამუხა-იფნ-წიფელთ ჯარითა.დრომ ვერ წაშალა ეს ცოდვაჩემს გულში წლების ჩავლითა,ჩემგან მოკლული ნადირისიზმარში მოდის ღამითა.„რაისად მამკალ? რას გიშლი?“მკითხავს სიტყვითა წყნარითა.თავს ვერ ვიმართლებ, რა ვუთხრა,სავსე ვარ ცოდვა-ბრალითა,დავალ, ვამძიმებ მიწასაგადაუხდელის ვალითა.