↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "რა ვუთხრა შენი თვალებით ივლისს?"

გაბური ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1200 ნახვა

—
რა ვუთხრა შენი თვალებით ივლისს?ქარი რა ზამთარს ვახეთქო მდურვით?უკვე მიყვარდა მე ჩემი წილი,ახლა უარით ვიშუშებ სურვილს.გაშორდა მთვარე ღამის სარეცელს,სატკივარს _ პეპლის ერთი დღე ჰყოფნის,მე ლურჯი ფრთები უკვე დავკეცე,აწ უნდა ვზიდო ტალახი სოფლის.არ შემრჩა გული განუკითხავი,რომ დასდგომოდა გასავლელს შუქად.მე მზეჭაბუკი უკვე ვიყავი,ახლა ზღაპრიდან ვბრუნდები უკან.გადაკრეფილა ველი სამარჯნე,გაწბილებულა ოცნების ბოლო.მე ჩემი ღმერთი უკვე დავხარჯე _დღეს ნასხვისარი იმედით ვცხოვრობ...

გაბური ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი