↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "სად დაეთხრება თვალები ივლისს"

გაბური ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1207 ნახვა

—
სად დაეთხრება თვალები ივლისს,ნიშნს სად მიუგებ საწუთროს მედინს?ამაღლებულზე შრიალებს თრიმლი, _ერთი სიცოცხლის ლოდინზე მეტი.გვერდს ვერ აუვლი, ამაოდ ჩქარობ,საკუთარ ბედს და საკუთარ წერტილს.ვერხვიანებში წკრიალებს წყარო, _ერთი სიცოცხლის წყურვილზე მეტი.დღე-დღე ფერები აკლდება წადილს,მაგრამ ამაზე არავის ეტყვი,ქარს მიაქვს ფოთლის უღონო ლანდი, _ერთი სიცოცხლის სიკვდილზე მეტი.

გაბური ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი