↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შენ რომ აუშვი, ის წვეთი მზიდავს"

გაბური ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1206 ნახვა

—
შენ რომ აუშვი, ის წვეთი მზიდავსდა ადიდებულ თვალებს მოამღვრევს...ვინ მოვა ახლა, ვინ ამხსნის ჯვრიდანდა სიმარტოვეს ვინ შემოაღებს?!ვინ შემოყვება აღმართებს `მიყვარს” _გზას საცალფეხოს, გულამდე _ კითხვისდა ხანჯლად ყელში გამჩრია სიტყვა,სიტყვა, რომელსაც ვერასდროს ვიტყვი.ხსნასა და ნუგეშს ველი შორიდანდა დათვლილ წუთებს ლოდინად ვხარჯავ.გულს ვინც მატკენდა, ყველა მოვიდა,ვინც მიშველიდა, ყველა იქ დარჩა...და არმოუსვლელ სიხარულს ვუცდი,ართქმული სიტყვის ზეიმს და გლოვასდა შემოაღებს ჩემს კარებს წუთი,წუთი, რომელიც არასდროს მოვა...

გაბური ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი