პოეზია · ლირიკა
*** "დახავსებული თვალები გიმზერს"
დახავსებული თვალები გიმზერს,ჯვარზე ნაცვამი ბედი მარხულობს,და მიდის ხანი აპრილის პირზეუყვავილოდ და უგაზაფხულოდ.გულზე დაგვიწყობს საძვალე ბოლოსხელებს, თუ შეგვრჩა ღმერთი სამყოფი...და რახან შენი სიცოცხლით ვცხოვრობ,რახან ამ ქვეყნად ჩემი არყოფნით.შენთან დაცლილის წყურვილი მოვადა აპრილები _ მე რომ ვაკლივარ.მაშ, სახელის მდევ, გიტოვებ ხსოვნადნაბდის გაფენა მიწის სატკივარს.