↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტი პატიმარი

ტერენტი გრანელი 1898–1934

2010-08-121 წთ საკითხავი10100 ნახვა

—
შავი ფიქრები გროვდება ისევ,დგება წამების თეთრი საათი.მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე,მეც ვემზადები გაფრენისათვის.
ეს გული მხოლოდ შენ გესალმება,შენ, ანგელოზო მძიმე წარსულის.რა იქნებოდა, რომ ჩემს წამებასქონოდა სახე ან დასასრული.
სხვა მეგობარი მე არ მყოლია,მხოლოდ ქარია ჩემი მხლებელი,უფრო ხშირია მელანქოლიადა გაფიქრება შეუძლებელის.
იყო სიჩუმე, სამი წერტილი,მას შემდეგ ბევრი ხანი გავიდა.ახლა შორს ელავს ცა მოწმენდილიდა მიხმობს ქრისტე მე ვარსკვლავიდან.
ალბათ ივნისი დადგება მალე,დღეს ხომ მაისის ოცდა შვიდია.და მენატრება ისეთი მხარე,სადაც დუმილი და სიმშვიდეა.
ისმის ხმაური, არის ცხელებადა ჟონავს წვიმა, ოდნავ ხმოვანი.ციხე დგას, როგორც საშინელება,დამძიმებული და კეთროვანი.
გულის ტკივილი უფრო ღრმავდება,როდესაც ვუმზერ ჯიბგირს და ბანდიტს.ალბათ ეს ღამე არ გათავდება,ძნელია მისვლა გათენებმდის.
და იმედები ისევ ტირიანდა მწუხარეა ჩემი მეობა,კარები ირგვლივ დაკეტილიადა ვურიგდები მდგომარეობას.
აღარც თენდება, უფრო ვღონდები,ღამეა ჩუმი და ნაწვიმარი.ალბათ ვიღაცას იქ ვაგონდები,როგორც პოეტი და პატიმარი.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი