↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღსარება ქუთაისს

ტერენტი გრანელი 1898–1934

1 წთ საკითხავი0 ნახვა

—
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.ახლა თოვლივით ვილევი მზეზედა მომდევს ქარი შორი აპრილის.
ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრისშენი დღეები ამწვანებული.მოვედი შენთან თბილისის ნისლითდა ღამეებით გაწვალებული.
ო, ლოცვით სული აქაც აივსო,ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,ველი სხვანაირ დღის გათენებას.
ავალ კიბეზე და მე მივმართავბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,რომ გული სევდას აქაც აგროვებს.
ღამდება ასე, დაეცა წვიმა,და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,უამინდობამ მე დამამძიმადა ისევ მელის გზა დამღუპველი.
ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.ო, ქუთაისო, ეს მწუხარებადა ეს ტირილი შენ მაპატიე.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი