↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხული

ტერენტი გრანელი 1898–1934

19221 წთ საკითხავი10099 ნახვა

—
ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარიდა ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარიდა უფრო ნათელი დღეები მოდიან.
მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალიდა ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.
და მგონია ბედი ქარში დამარხული,მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,როგორც სიარული და როგორც დაღალვა.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი