↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულის საღამო

ტერენტი გრანელი 1898–1934

19231 წთ საკითხავი0 ნახვა

—
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი