პოეზია · ლირიკა
* * * დრომ ბევრი რამე აქცია ზღაპრად
ჩემს მეგობრებსდრომ ბევრი რამე აქცია ზღაპრად,ცხოვრება მიდის ძველი გზით, მდორედ.ვერ მამჩნევთ, თორემ ყველაზე მძაფრად.ჩემს მარტოობას მაშინ ვგრძნობ სწორედ:როდესაც სადმე თავს ვიყრით ერთად...(თქვენ ამის მიზეზს ნურასდროს მკითხავთ).ერთს გეტყვით: თქვენი იმედი ქვეყნად -მაქვს! მქონდა! კვლავაც მექნება დიდხანს!