პოეზია · ლირიკა
ჩვენებურები
კიდევ ერთხელ მიამბეგურჯისტანზე ეფენდი,რატომ მღერის ყარდაშიცრემლიანად ,,ჯილველოს"?გუშინ შეღამებამდინ,ჭოროხთან რომ გევედი,ტაიას ხმა გევგონე,აგზენ ბავშვებს ჰყიდდნენო.
ყოველ დილით ბაბაი,რატომ გასცქერს ჩრდილოეთს?რატომ ახლავს ამ სურათსნენეს ცრემლი ალალი?ანდაც ყველა საღამოს,მაინც რომც არ გინდოდეს,,,სულიკოს" რომ მღერობენ,რატომ მბურძგლავს ბალანი?
გურჯისტანი შორსაა?იქ რატომ არ ვბრუნდებით?ფეხით ჩავალთ იქამდის? -მომიყევი ეფენდი,რატომ არ დამასწავლი,ასე რატომ ჩუმდები?ნეტა გზები ვიცოდემარტოც მოვაფერებდი.
დავიბენი ეფენდი,ვინ ვართ - ან ვინ ვიყავით?მოდი დღესვე წავიდეთ,იქნებ კიდეც გველიან,ბავშვობაში ემიასგორასთან რომ მივყავდი,მებნეოდა - გახსოვდეს -ამის მიღმა ჩვენია...
კიდევ ერთხელ მიამბე,გურჯისტანზე ეფენდი, -ისევ იმეორებდა -ბიჭი ტაო-კლარჯელიდა უსმენდა უსიტყვოდ,ცრემლიანი თვალებით,თურქ ეფენდის სამოსშიოთხმოცი წლის ქართველი!...