↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მორიგი დილა"

აბუსელიძე როინ

2015-06-121 წთ საკითხავი21893 ნახვა

—
მორიგი დილა ჩვეულებრივ იწყება მსგავსად,უკვე მრავალჯერ დაღეჭილი მჟავე დილების,როდესაც ქალაქს პირი ისევ ძილით აქვს სავსედა არაფერი არ ითქმება დანამდვილებით,იმის შესახებ რომ სხვაგვარად ჩაივლის დღე დასარკეში შევძლებ გავუსწორო ორეულს თვალი,რომელიც ყოველ ალიონზე გარედან მხედავს,ძირითადად კი ისეც ხდება რომ მზერის გავლით,შემოდის სარკე ხერხემალში, როგორც ხველება,არ მინდა ჩემი თავის ნაცვლად ვპოვო ზიანი,თუმც მსურს სურნელი დავიგუბო შენი ხელების -ფილტვში, თოვლივით მსუბუქი და პოეზიანი,მაგრამ ეს დილა სამოსივით იმედებს მაღლეტს,ანუ იწყება გამოვლილი დღეების მსგავსად,შემდეგ ისე ვარ საღამომდე დავტოვო სახლიკი არა, მიჭირს საკუთარი თავიდან გასვლა.გარეთ კი ღმერთის დარბაზია, აკუსტიკააზეცა, რომელსაც წაშლილი აქვს სრული თარიღი,ტროტუარები ღიღინებენ ხალხის მუსიკასდა მანქანები ქუჩებს ასდით ოხშივარივით.სინათლეც ისე მაღალია, თვალში ბინდდება,გინდა იყვირო “დედამიწას რა დავუშავე”თან მიაფურთხო ნათქვამ სიტყვებს დასამშვიდებლად -ეგ არაფერებს, მერე რაებს, არაუშავებს.გადაივიწყო დადინჯება როგორც ასაკი,აივსო ჯიბე სიყვარულით, ვნებით, იღბალითსანამ წვეტიან ქვაზე ფეხის წამოკვრასავით -ფიქრებს მორიგი „გამარჯობა“ გადაგიყლაპავს,ვიღაც ნაცნობის... და შენც ასე ფიქრმორეული,მიესალმები, ჩამოართმევ ვალმოხდით მაჯას,შებინდებისას შეხვალ სახლში და შენს ორეულსშეეჩეხები - სარკესთან რომ ლექსივით დაგრჩა!....პირველი პირიდან გადახტომა
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი