პოეზია · ლირიკა
ა თ ი - მ ც ნ ე ბ ა (ომიდან ახალდაბრუნებული ჯარისკაცის დასაწერი)
შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და არა იყვნენ,ღმერთი უცხონი აქ ჩემდამი შენსა გარეშე,მახსოვს უფალო ზედმიწევნით მე შენი სიყრმე,დედამიწა რომ გეზრდებოდა მკერდის არეშიდა ჩემი თავის კერპი ვქმენი დაბადებიდანდა ვემსახურე საკუთარ თავს შეძლებისდაგვარზნე-ჩვეულებით, თუმც პირველი ვიყავ თემიდანვინც გამოვიდა და არ ვიცი ახლა ვისთან ვარ,სად ვარ და რა გზებს, რა ამაო ბილიკებს ვვარცხნი,ბედმა სხვაგვარი ბილიკები როგორ მაჩვენა,ჩემი ეშმაკი ისევ ისე მხარზეა მარცხნივდა სამწუხაროდ აღარ შემრჩა მხარი მარჯვენა,რომ ანგელოსმა პასუხები გამცეს კითხვათა,ჩემმა წარსულმაც უამრავი კითხვა დაბადა,მე აღარ დამხვდა დაბრუნებულს ის ვინც მიყვარდადა საფლავებთან მიღამდება უკვე შაბათი.პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა,ექვსჯერ მოკლულა დედაჩემი და მამაჩემი,სულ ერთია და სისხლი მინდა წყალივით შევსვა,ჩემი სული კი უსხეულოდ გადანარჩენი -კაცის-კვლას ცდილობს, მკარნახობს და ვეღარ ვიოკებსურვილებს, ისე მეჩვენება ხანა ირიბი,ვტირი შიგნიდან და ხრიალით ვიწყვეტ იოგებს,როცა სიზმარი უკან ახვევს იმ თვეს ფირივით,იმ ნოემბერში სადაც მრუშნი იპარავენ დასადაც მპარველნი მრუშობენ და არის ქაოსი,სადაც სუნი დგას მიწანაკლულ სასაფლაოსი,სადაც აბელი მისით მიდის თხოვნით კაენთან,რომ დაიღალა, რომ დამთავრდეს, რომ სწამოს ცილი,ო ღმერთო ჩემო, ღმერთო, ღმერთო და კიდევ ღმერთო,მე ამ ლავიწის ძვალივით რომ გამიტყდა ძილიდა საშინელი სანახავი რომ მქვია ერთობ,როგორც შიგნიდან, გარედანაც ისეთივე დაუარაფერო ამ ბოლო ხანს ვსუნთქავ კომპასით,თვითმკვლელობა კი ავიხირე ბოლო იმედად,რადგან არ შემრჩა არც მტერი და აღარც მოყვასი.წავალ, ჰო წავალ დაიხსომე, ოღონდ იმ დილით,როცა გახმება სხვის მიწაზე ჩემი მარჯვენა,მაგრამ იცოდე ამნაირი ჩემი სიკვდილი,არ გამოდგება დედამიწის გადასარჩენადდა ვცხოვრობ ასე საკუთარი თავის მხილებით,დაკეცილია ჩემი ბედი, ჟამი, წიგნი დაათი მცნებიდან მე ათივეს ვიცავ კბილებითდა ბოლოს მაინც ათი მცნება მარღვევს შიგნიდან.მახსოვს უფალო ზედმიწევნით მე შენი სიყრმე,დედამიწა რომ გეზრდებოდა მკერდის არეში,შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და არა იყვნენ,ღმერთი უცხონი აქ ჩემდამი შენსა გარეშე....