პოეზია · ლირიკა
აჭარ(დ)ელი
იქნებ არც მაქვს ხებერი დაიქნებ კიდეც ვაჭარბებ,ლამაზ ციცას რომ დევნახავ,მაინც წევიაჭარლებ.
წყალი ნაფოტს ჩამოიტანს,ალვის ხის ჩამონათალს,ზვინში თივას გავაფენ დაყარდაშ! ციცას მოთაფლვას -
ვერ მასწავლი შევხედავ დაწამსვე გულში გამიარს,ჩემი ზვინი მირჩევნია,"ჰოტელს" - ხუთვარსკვლავიანს.
ზამთარ-ზაფხულ ვიწიწინებ,ვიარ ყანებს, მდელოებს,ციცას ვნახავ? - აჭარულად -წავი ალენ დელონებ.
მერე სოფლის ბორჯგი ბიჭებს,მუშტში გევეჯიბრები,გავლახავ თუ გამლახავენ,კვლავ ამფერი ვიქნები.
ციცა, ციცა, ისვენ ციცა,ფიქრით ვეღარ ვიძინებ,ისევ ისე ვაჭარლობ და...ვწიწინებ და ვწიწინებ!...