↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

dream for die

აბუსელიძე როინ

2006-01-132 წთ საკითხავი16421 ნახვა

—
(პატიმრის ბოლო დიალოგი საკუთარ თავთან)
ეს დედაშენის თვალებია, ჰო, დედაშენის,უხამხამები, დაუხრელი, თბილი და მკაცრი,იმდენი სევდით, გრძნობითა და ცრემლით ნაშენი,გრძნობ რომ დედასთან სულ არაფრად არ ღირხარ კაცი.წევხარ და ფანჯრებს ემიჯნება მოძრავი ქუჩა,რჩებიან უკან გამოვლილი სიტყვები, წლები,ზის დედაშენი სასთუმალთან და ისე ბღუჯავსშენს თმებს რომ ბოლო დღეებია თმებიდან თბები.რთულია ყველა ჩაძინება რომ დაიოკო,დედასაც ჩასთვლემს აშკარაა ერთ-ერთი დილით,შენ კი შანსი გაქვს სწორედ მაშინ ნელ-ნელა მოკვდე,რადგანაც სუნთქვამ არ დაუფრთხოს მშფოთვარე ძილი.ეს მამაშენის თვალებია, ასე ერთგვარადგამოზომილი, ნისლიანი, მკრთალი და ფიცხი,რომელიც შენი შუბლის სიცხით ისე შემთბარა,ავადმყოფობას გავიწყებს და გინდა რომ იცხომისი მირონი, მისი თვალის მირონი, სიცხემთელი კვირაა არ ჩამოდის არაფრით დაბლა,თითქოს დამთავრდე შეგიძლია, მაგრამ არ იწყებსიკვდილს, რადგანაც გენანება უბრალოდ ჩაფლა,მამის თვალებში შენი გვამი და საწყენიაწასვლა, რადგანაც აღარ გყოფნის მისი სიწმინდე,უცქერ ამ მზერას და სიკვდილიც ისე გრცხვენიარომ კი არ კვდები, გახელილი თვალით იძინებ!...ეს შენი ცოლის თვალებია, როგორ ფეთქავდნენცვრებით, იებით… დიდი ხნის და ლექსების წინათ,ახლა კი მხოლოდ სიბრალულით გამოგხედავენათასში ასჯერ და ცხრაასჯერ ცოტაა ბინა...მცოტაა ძველი სიყვარული, გრძნობებიც ცოტა,მის თვალებში ხომ გამოვლილი წლებიც არა ჩანს,მხრებზე მოუსხამს რა ხანია ქვრივის ფარაჯადა რა ხანია შენთან მხოლოდ სიზმრებში სცოდავს.ეს შენი შვილის თვალებია, დახუნძლულები,ბავშვობით, სევდით, უშენობით, ქვეყნის ამბებით,ეუბნებიან თუ როგორ გგავს სახით, ბუნებით,მაგრამ თქვენს შორის უფსკრულია და დარაბები,ვერ მოასწარი თუნდაც ერთი ზღაპარი გეთქვა,რწმუნდები ისე შეეჩვია რომ აღარც გიცდის,უმზერ და გრძნობ რომ ის ყველაზე ახლოა შენთან,გიმზერს და გრძნობ რომ შენ ყველაზე უცხო ხარ მისთვის..ხოლო ეს შენი თვალებია, ცივი და ურჩი,სხეულის მიღმა მზირალი და ცამდე დაღლილი,ისე მარტო ხარ საკუთარი ჩრდილიც არ შეგრჩა,უკან რომ გსდევდა მთვარის შუქზე, ერთგულ ძაღლივით,ეს საკანია, როგორც კუბო, ხოლო ეს ღმერთი,რომელიც ბედმა რა ხანია შენგან გარიყა,ხოლო ეს ლექსი სულ ბოლოა, სიმწრით რომ წერდი,ეს კი წამება! - შენ ქართველი პატიმარი ხარ!...და სულ ოცნებობ. ოცნებობდი - ნეტა გაეშვისიკვდილს ოჯახთან, შეგძლებოდა სიცოცხლის განსჯა,მაგრამ შენ მოგკლეს სიკვდილამდე - ხოლო თვალებში,ღია თვალებშიც დახურული გისოსი დაგრჩა!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი