↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

o tempora, o mores

აბუსელიძე როინ

2017-07-161 წთ საკითხავი4163 ნახვა

—
გიორგი გაბაიძეს
ღამეთა ჯარი ვადაგასულ სტროფებს მიათრევს,ამ ბოლოს უფრო ვითავისებთ მგონი ხეტიალს,დგას დილა როგორც პოეტური სიიშვიათე,ზეცა კი თითქოს ცარიელი პერგამენტია...
ეპოქამ უკვე ეს ზამთარიც გადააფასა,მიჰყვება პროცესს დომინანტი დილის წამები,ჩვენი ფიქრებიც დაღლილან და ფანჯრის რაფაზესხდებიან ისე ვით ქაღალდის თვითმფრინავები...
რაღაც არ მოგვწონს, რაღაც არ გვწამს - უფრო ამაღამ,ხალხი კვლავ ბრბოა… და ნერვებში ვძაბავ იოგებს,სამამდე ვითვლი, თვალს ვხუჭავ და ვყვირი ხმამაღლა -
ჩვენ საქართველო დაგვიმალეს ჩემო გიორგი!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი