პოეზია · ლირიკა
წუხანდელი საუბარი
წუხანდელი საუბარი მაგონდება,დაგორდება თვალზე ცრემლის წვეთი;სწუხან მთები, მწუხრის ჟამი აქ რომ დგება,და გროვდება სევდა უფრო მეტი.
ვესიტყვები ჩვენი ჭალის ღამესდა მე წუხილს ჩემსავ გულში ვჩქმალავ..ვისეტყვები, არ მაქვს სითამამე,რამე კიდევ მესაუბრე, ქალავ!